სიახლეები
21 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში ჩატარდა სტუდენტთა II კონფერენცია თემაზე „ჯანმრთელობის მეცნიერებათა აქტუალური საკითხები“. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
კონფერენციის სამუშაო სესიებზე ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სტუდენტებმა გააკეთეს პრეზენტაციები თანამედროვე ჯანდაცვის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ძირითადი ლოკალიზაციის კიბოს გავრცელება, რისკის ფაქტორები და მათი პრევენცია, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა, აივ/შიდსი და მათი მკურნალობის ეთიკური ასპექტები, სტომატოლოგიისა და ფარმაციის აქტუალური საკითხები და სხვა. სტუდენტთა ნაშრომებს აფასებდნენ კონფერენციაზე მოწვეული ექსპერტები. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები.
კონფერენციის მასალები სამეცნიერო სტატიების, ლიტერატურის მიმოხილვებისა და აბსტრაქტების სახით გამოქვეყნდა ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ჟურნალის: „Caucasus Journal of Health Sciences and Public Health“ მე-2 დამატებაში http://caucasushealth.ge/contents2.php